საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ონლიან ლექცია „ტრანსპორტირების როლი წარმოების ხარჯების უპირატესობის გამოყენებაში“

2025 წლის 24 ივნისს, 18:00 - 18:45 საათზე (თბილისის დროით) გაიმართება 30-წუთიანი, ონლაინ ლექცია და შემდეგ დისკუსია თემაზე: „ტრანსპორტირების როლი წარმოების ხარჯების უპირატესობის გამოყენებაში“ (The role of transportation in capitalizing on a production cost advantage).

ლექცია განკუთვნილია ბიზნესის ადმინისტრირების სტუდენტებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან როგორც კორპორატიული მენეჯმენტით, ასევე სამეწარმეო საქმიანობის შესაძლო სოციალური შედეგებით.

საინტერესოა, რომ 1860-1920 წლებში მინეაპოლის - სენტ-პოლის ქეისი (Minneapolis – St. Paul) წარმოადგენს ხელმისაწვდომი სატრანსპორტო სისტემის აუცილებლობის მთავარ მაგალითს წარმოების ხარჯების უპირატესობის გამოყენებისთვის. ეს არის სოციალური და საზოგადოებრივი ზემოქმედების მაგალითი განუვითარებელ რეგიონში რკინიგზის ტრანსპორტის ბიზნესის განვითარებისა და შენარჩუნების დროს. მინესოტას სატრანსპორტო მუზეუმიდან (სენტ-პოლი, მინესოტა) ორი სპიკერი გაგვაცნობს რკინიგზის ხაზის განვითარებისა და მოვლა-პატრონობის გამოწვევებს.

ონლაინ ლექციაში მონაწილეობა უფასოა, მაგრამ რეგისტრაცია სავალდებულოა, ქვემოთ მითითებულ ლინკზე. რეგისტრაციისას დააჭირეთ ღილაკს „უფასო“:

https://eveeno.com/production_cost_advantages

მეტი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: 

 

თარიღი: 02/06/2025